მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ინსტაგრამზე ლაივ რეჟიმში თავის გამომწერების კითხვებს უპასუხა, საიდანაც მის შესახებ ბევრი დეტალი ხდება ცნობილი, მაგალითად ის, რომ მას სახეზე არანაირი ოპერაცია ან სხვა კოსმეტოლოგიური ჩარევები არ აქვს გაკეთებული, თუნდაც ის რომ მას პირსინგები არ მოსწონს და ა.შ.
როცა კაცი ქალს ეუბნება რომ სხვა ქალი მასზე უკეთესია, როგორ მოვიქცეთ?
-გაუშვი რა იმ უკეთესთან, სირიკო ეგ… სამი ასოა მაგას რომ ამბობს… შენ გახდი ასჯერ უფრო უკეთესი, რომ მთელი ცხოვრება ვერ მოგწვდეს…
რა გაქვს გაკეთებული?
– არაფერი მაქვს გაკეთებული სახეზე. ჯერჯერობით ყველაფერი ნატურალური მაქვს… მომწონს ბუნებრივობა, მაგრამ სულ ვფიქრობ რამე ხომ არ გავიკეთო. არ მინდა რამე გავიკეთო, შევტოპო და ვერ გავიგო როგორ დავემსგავსები ცვილის ფიგურას. როდესაც რამე დამჭირდება აუცილებლად შევაკეთებ, მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ვარ.
მუცელზე პირსინგი გაქვს?
– ერთხელ მქონდა თინეიჯერობის ასაკში, მალევე შევიხორცე, აშკარად არ არის ჩემი და არ მომწონს ამიტომ არ მაქვს პირსინგი არსად.
კაცში ყველაზე სექსუალური?
– ინტელექტი, წვერი, თითები, ხმის ტემბრი, ქარიზმატულობა… ვერ ვიტან ნარცის კაცებს…