ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ყოფნის დროს დეპრესია ჰქონდა და მონაზვნობა უნდოდა.
“მოკლე რეზიუმე იმის, რასაც ქვემოთ ვწერ:
ამ სტიქიას, რა მეტყობა, რომ
‘ჭკუის დარიგება’ შეუძლია ვინმეს?
მე სამსახურის ტუალეტში.
ფილადელფიის სასამართლოს ტუალეტის ფანჯარას მზე ადგება და მინა კი ‘მატია’, ამიტომ
განათება ქმნის light boxის ეფექტს.
ამ ტუალეტში გადაღებული სელფებით ავყავარ გადაღებებზე, კასტინგებზე სელფებს ითხოვენ და არა გალამაზებულ პროფესიონალურ ფოტოებს.
არც ფოტოშოპია არც ფილტრი. ’სწორი’
განათებაა.
ვერ წარმომიდგენია, ამ სახის კანქვეშ ფილერები. ის ცოტა ბოტოქსიც მაღიზიანებს, შუბლზე.
წარბებზე ტატუ გახუნდა და ვფიქრობ, არ გავიკეთო მიკრობლეიდინგი თუ რა ჰქვია, მაკიაჟს რომ მიკეთებენ, მაინც პროექტის მოთხოვნის მიხედვით ხატავენ.
ამიტომ მგონია, არ გავიკეთებ.
მე ჩემი სახე ჩემს ცხოვრებას მიყვება.
და არც ფილერით მოფუმფულებული ლოყები მომწონს, 38 წელი ველოდე, ბავშვური ლოყების დაკარგვას და ახლა რატომ
უნდა დავიბერო და გავისიო
გუშინ მძიმე დღე მქონდა ძალიან, აქაც
ნამტირალევი ვარ, Diorის ჩრდილი მიხდება და მუქი შავი ფანქარი.
მოსამართლესთან დრო მქონდა, ლაპარაკის. ქალის უფლებებზე ვკითხე, რომელ ‘ბანაკშია’- ძლიერი ქალების თუ კაცს ამოფარებული ტრადიციონალისტების და გამიღიმა- მე ეჭვი არ მეპარება, შენ გლორია სტაინემის ბანაკი ხარ, მაგრამ ტრადიციონალისტების უკან დიდი ფული დგას, ხომ იცი და აწყობთ მოთვინიერებული ქალი, უუფლებო.
მაგრამ დღესაც, საკუთარ უფლებებზე გვიწებს ბრძოლა, რა საოცარიაო, არა?
ცხოვრების დასაწყისში, ბევრი კომპრომისის გაკეთება მიწევდა. ხან ვინ იძლეოდა ‘რჩევებს’, ხან ვინ.. ყველა რატომღაც ყოველთვის იყო ‘ჭკვიანი’, საკუთარი უბედური ცხოვრების მიუხედავად.
მე პატარა ვიყავი; ბევრი რაღაც არ მესმოდა, ბევრს უკვდავი დიდხანს ნახეტიალები სულის ინტუიციით ვხვდებოდი, ბევრი რაღაც საკუთარ ტყავზე, ტკივილზე, იმედგაუცრუებაზე, ღალატზე, ბედნიერებაზე ვისწავლე, ბევრ შრამზე.
40 წლამდე მეგონა, ყველაფერი მქონდა ნანახი და არაფერი გამაოცებდა, როცა სხვა ქვეყანაში წასვლის შემდეგ გადავვარდი უფსკრულში, საიდანაც არ გამოდიან.
არის ჭაობი, რომელიც გჭამს.
ვერ შემჭამა. გამოვძვერი.
და რომ გამოვძვერი, მივხვდი, რომ კეთილისმსურველებს ჭაობში უფრო მოსწონხარ, რადგან მათ ჭუჭყს, სისუფთავის შესაძლებლობას აძლევ.
ნეხვის ფონზე ფურთხი ხომ უფრო სუფთა და გამჭვირვალეა, მათი ნაფურთხი ცხოვრება კრიალად ჩანს.
როგორ მომიხდა ჭაობი.
ჭაობს რომ, ნახავ, მერე ხომ აღარაფრის გეშინია. გრჩება ერთი განცდა: მარტო იყავი თურმე, სულ. ჭაობის და ყველას პირისპირ და არავისი არაფერი გმართებს.
არც მსხეროლშეწირვა გინდა ვინმესთვის. არც ემპათია გრჩება, რაღაც მარტივი მოგონილი ‘პრობლემების’ მიმართ.
არც სიკვდილი გგონია დრამა- რადგან ბევრისთვის, სიკვდილი უაზრობით დატანჯული არსებობისგან ხსნაა. და რომ უყურებ ‘წინა’ ცხოვრებას, ჭაობამდე, ხვდები, ცხოვრება მხოლოდ ჭაობის განსაცდელით დაიწყო, იქამდე იყო მზადება, ჭაობის ჩელენჯისთვის.
მიკვირს, ადამიანად როგორ დავრჩი.
ბუდიზმში ერთი მიმართულებით, ცხოვრება შედგა, როცა თავს უძღვნი სხვრბისთვის მსახურებას.
საქართველოში ისეთი დეპრესია მქონდა, ქალთა მონასტერს ვეძებდი, მონაზვნობა მინდოდა. ცხოვრების აზრს ვერ ვხედავდი, იმდენად ვიყავი დაღლილი, შეურაცხყოფით და უსაზღვრო სიყვარულით, ამ ორი უკიდურესობით;
მერე, ‘კეთილისმსურველთა’ ყრანტალის და ‘რჩევების’ ფონზე, ნიშანი მომცა ცხოვრებამ- მოდი, დაახვიე ამ დოგვილიდან.
წავა- არ წავა?
წავედი ჭაობში, რომ მივმხდარიყავი, თურმე 40 წლის ასაკში, ჯერ არ დავბადებულვარ. რომ ბავშვი ვარ და სწავლა არც დამიწყია.
მიყურეთ ახლა თვალებში: მეტყობა რამე, რომ დოგვილს შეუძლია მე რამე მასწავლოს?
იმ ხალხს, ვინც მკვლელს გულშემატკივრობს და ვისი ცოლები სხვის ქმრებთან ერთად ატარებენ სექს ორგიებს. ვისი შვილები ხედავენ ამას, როგორც ნორმას.
იმ ხალხს, ვინც ბულინგს ნორმად იღებს.
ვინც სხვის უბედურებაზე მდიდრდება. ვინც არაკაცობას კაცობად თვლის და 2 წიგნის წაკითხვას და 80 წლის წინ მიღებულ დიპლომს ‘ლექციების წაკითხვის’ უფლებას აძლევს თავს და საპატიო ადამიანად ითვლება; იმ ხალხს, რომელიც საკუთარი უბედურების და უიღბლობის გამო სხვას არ ახარებს და აბინძურებს, ჭორით.
მე თქვენს ქმრებთან მქონდა სექსი და თქვენი ცოლები სხვის ლოგინში შეურწცხყოფილი მინახავს, რადგან თავმოყვარეობა არ აქვთ ამ
ქალებს.
მე თქვენს მთავრობაში ლოკვით აღზევებულ მანკიერ მინისტრებს პირადად ვიცნობ.
მე თქვენი პოზიცია ოპოზიციის კაცებს ჩახდილებს ვიცნობ; გაბარიტები ვიცი, საიდუმლოებები და ძლიერი თუ სუსტი მხარეები.
თქვენთვის აუცილებელი პირობითი ‘სტატუსებისგან’ ყოველთვის თავისუფალს, სიმართლის თქმა არასოდეს გამჭირვებია.
არ მიოცნებია ‘წინსვლაზე’ ვირთხებში; არავისი უკანალი გასაძრომად არ დამჭირვებია და არც ვიბრატორების რეკლამაზე მითქვამს უარი, რადგან ის უსულო ვიბრატორი ლუდით აყროლებულ
თქვენს ჩინოვნიკ საყვარლებს სჯობნის ბევრი პარამეტრით, ჯერ ერთი, ინტელექტზე პრეტენზია არ აქვს; იმპოტენცია არ ემუქრება, ყოველ ჯერზე ერექცია აქვს და არ გლოშნის, არც გატყუებს. კი, თქვენს კაცებს და მათ გვერდში ყოფნას, ვიბრატორი სჯობს.
და ის, რომ სექს სათამაშოებს ვუკეთებდი რეკლამას, თქვენს დისერტაციებზე უფრო საინტერესო და ძლიერი სტატიებით და ასტრონომიული რეიტინგით ტელევიზიაზე ყველა გამოჩენაზე, ჩემს ძლიერ მხარეზე მეტყველებს.
მიყურეთ ახლა, ამ თვალებში- ვინ უნდა ’დამარიგოს ჭკუა’, ნატვრის ხის სოფელში,
თქვენზე სუფთა გამოვდექი ყველანაირად და თან ისე შორს ვარ, ისეთი თავისუფალი, რომ გამოუცნობი ფენომენია თქვენთვის, რატომ, 46 წლის ასაკში, ‘ისევ ფართხალებს და პრეტენზია აქვს, რაღაცის მიღწევის?’
და თან, იმ
ნატვრის ხის სოფელში, რა სასწაული რეიტინგი მაქვს, არადა ტელევიზიაზე არ გამოვჩენილვარ საუკუნეა. არც გავთხოვდი სტანდარტულად, და უი ჯერ ოსკარიც არ ამიღია…
ჩემი წიგნი ხომ ხელმოსაკიდად უხერხული იყო, ყდას ახევდით, ჩემი შიშველი სხეულის ხელში დაჭერა, ყდაზე, უხერხულობის გრძნობას გიჩენდათ..
მაგრამ ხომ წაიკითხეთ. და ხომ გიყვებით, ისედაც, ცხოვრებას, შეულამაზბლად, დაუფარავად, დასამალი რა მაქვს.
უბრალოდ მიყურეთ და მითხარით – მეტყობა რამე, რომ მოღალატის, გახრწნილის, მლოკველის, გარეწრის და სხვისთვის ‘პროფესორის’ და ჩემთვის კი- ჩლუნგის- ჭკუის დასარიგებელი რამე მჭირს??
მიყურეთ თვალებში – თქვენს წინ მუდმივი ქალი დგას, და გინდ ტუალეტში, გინდ ჭაობში, გინდ სხვაგან, ცხოვრების გზაზე, ის ჭეშმარიტების გზაზე დგას და არავისგან, არაფერს დაეძებს და არავისი, არაფერი ჰმართებს.
ის ბუნების შემადგენელი ნაწილია, თბით ბუნება, ძლიერი, თვითნებური, დაუსრულებელი, დასაწყისის და დასასრულის გარეშე, რომელსაც თავისი აზრი მიაჩნია უპირატესად, რადგან მხოლოდ საკუთარ თავში უსმევს კითხვას ჭეშმარიტებას და არჩევს მას.
უყურეთ ამ ყველა სტიქიის თავმოყრას და იცოდეთ, არაფერია უსასრულო
ქალზე ძლიერი, თუ მან თავისი ძალა იცის.
და მას ეს სიძლიერე მოსავს და არა მარტივ სუსტ მოკვდავთა პრიმიტიული ინტერესები.
მე კი შევიცვლები, როგორც იცვლება ბუნებაში სეზონები და სულ
მეყვარება, ზე ადამიანობისკენ, ტრანსფორმაცია“, – წერს მსახიობი.