“ის პატარა გოგო გამახსენოს ვინმემ, ამან რომ ციხეში გაუშვა, იმას როგორ უნდა გაეძლო, თუ ეს ვერ უძლებს?”

კაცი სხვებს აგზავნიდა ციხეში. თითქმის ნახევარ საქართველოს და ამას როგორ წარმოიდგენდა?! – ამის შესახებ ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს.

“გუშინდელ ჩართვამდე მეგონა, რომ მართლა ძალიან ცუდად იყო.
გულის სიღრმეში, მეცოდებოდა კიდეც.
***
ასევე გულის სიღრმეში, ვამუნათებდი ბონდოს, – ამდენს რომ ხუმრობდა.
აღარ ვამუნათებ…
***
უბრალოდ, ციხეში ყოფნა არ უნდა.
მაშინაც კი, საკანში ჯდომის ნაცვლად, ოროთახიან ლუქსში რომ კოტრიალობს და ტლინკებს, (არა მხოლოდ) ისვრის.
ვერც გაამტყუნებ:
კაცი სხვებს აგზავნიდა ციხეში.
თითქმის ნახევარ საქართველოს.
და ამას როგორ წარმოიდგენდა?!
***
ის პატარა გოგო გამახსენოს ვინმემ, ამან რომ ციხეში გაუშვა.
იმას როგორ უნდა გაეძლო, თუ ეს ვერ უძლებს?!”, – წერს სოსო ჭუმბურიძე.