“ლამაზი ქალობის უპირატესობა დანაშაული არაა – ნინო ნადირაძე ბრავო”

მსახიობი, იუნა შაფათავა კლინიკა “ვივამედის” დირექტორ, ნინო ნადირაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ლამაზი ქალობის უპირატესობა დანაშაული არაა.

“ჰიპოკრატეს ფიცი პოლიტიკაზე მაღლა დგას. 

ლამაზი ქალობის უპირატესობა დანაშაული არაა, როცა ინტელექტუალი და ასეთი პროფესიონალი ხარ. 

ნინო ნადირაძე ბრავო”, – წერს შაფათავა.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს ნინო ნადირაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში.