“ემიგრანტების იმედი”, შოთო სიხარულიძე თელავში ავტოავარიით ტრაგიკულად დაღუპული მომღერალის, შოთა ბოჭორიძის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლის სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურად იხსენებს მას.
“40 დღე გავიდა შოთიკო ბოჭორიძის გარდაცვალებიდან.
3 თებერვალია დღეს ამინდიც ტირის
შოთი შენს საფლავზე ყვითელი ფერის ნარცისები მალე აყვავდება გაზაფხულს გაგილამაზებენ, ჩვენო მერცხალო…
ორმოცი დღე ყველას ერთად გვაწვიმდა ვინც გიცნობდა და ვისაც უყვარდი…
არც ისე გრძელი იყო ეს დრო, რომ ტკივილი ცოტათი მაინც განელებულიყო. ისე წახვედი არც გიფიქრია რამხელა ტკივილს ტოვებდი მიწაზე, რომ უშენოდ ქვეყანა დაპატარავდა, უშენობაა აუტანელი, შენმა წასვლამ ყველას ატკინა გული და სული, ალბად ფიქრობდი, რომ უბრალო ადამიანი იყავი ამ ქვეყნისა და არასოდეს მოგსვლია აზრად რამხელა ტანჯვასა და სიმარტოვეს ვიგრძნობდით უშენოდ. ეს რომ გცოდნოდა ვიცით ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ალბათ ამ სამყაროში ძნელი იყო შენთვის ცხოვრება. მოგაბეზრეთ თავი ჩვენი უბრალოებით და ამიტომ წახვედი.. უნდა მოგფრთხილებოდით. მხოლოდ ცრემლის და ბოღმის ბურთი გვაქვს ყელში გაჩხერილი და ყვირილი გვინდა. ხმამაღლა ვიტირივართ… დავტირივართ ციდვილ დედამიწას რომელმაც ვერ შეძლო დაეტია შენი ყოფა ამ ქვეყანაზე. დიდი იყავი ამ პატარა სამყაროსთვის და ამან დაგღალა ალბად. უსასრულობაში გინდოდა ხეტიალი. დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ეხლა სულ სხვაგვარადაა ყველაფერი ორმოცმა დღემ უშენობის ჩაიარა და ვერ შევძელით შევბრძოლებოდით სულის ტკივილს. წერას რომ ვიწყებდი მეგონა ერთი ამოსუნთქვით დავწერდი ყველაფერს რასაც ვგრძნობდი, თუმცა ახლა ვხვდები, რომ იქიდან ორი სიტყვაც კი ვერ დავწერე. რთული ყოფილა რთული ამ ფიქრების წერა… ორმოცი დღე ტკივილის და ჯერ კიდევ დიდი გაუცნობიერებლობის საშინელი დღეები. ენით აუღწერელი ტკივილი დაგვიტოვე ყველას გაანადგურე და თავდაყირა დააყენე შენი ოჯახის ყველას ცხოვრება ვინც გიცნობდა, არ ვიცი ამ ტკივილს როდის შევეგუებით ან შევეგუებით კი საერთოოდ? ზოგჯერ არც კი გვჯერა რომ ეს სიმართლეა, ანგელოზს შეგადარებდით, ანგელოზი იყავი და ანგელოზად დარჩები ყველასათვის, ნათელში იყავით ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო.
შოთიკო ბოჭორიძე რომელიც იყო ყველა მის ირგვლივ მყოფის იმედი, საყრდენი, ერთგული და შეუცვლელი ძალა,
ადამიანი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ცხოვრებასთან, პოზიტიური, ლაღი, კეთილი, უანგარო და რაც მთავარია სულით თავისუფალი…
გულწრფელად გიხაროდა ყველას წინსვლა და წარმატება..
ყველას დააკლდები და ამ ფაქტს ალბათ ბოლომდე ვერავინ შეეგუება, თუმცა ერთი ზუსტად ვიცი – ყველა ჩვენგანს ემახსოვრები და ეყვარები სანამ ნათელი გონება და ცოცხალი გული გვაქვს… არვიცი რავთქვა და საიდან დავიწყო ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული, ვერ წარმომიდგენია ახლა თელავი შენი ღიმილის გარეშე შენი ხმის გარეშე. 3 დღეა აქ ვარ და ჩემი თვალები გეძებენ და გელოდებიან ჩემი ჩამოსვლა და შენ ასოცირდებოდი მშვიდობის ქუჩასთან:(
ისეთი თბილი და კეთილი ჩუმი და უწყინარიც იყო, ისეც გაშორდა ამ წუთისოფელს. მეხის გავარდნას გავდა მისი გარდაცვალება. ერთხელ არ დაუჩივლია, არ დაუწუწუნია არაფერზე ცხოვრებას შეხხაროდა…
ამ დღეს ცრემლი ახლავს რა ვქნათ, დრო მკურნალად ვერ გვექცა უფრო მძაფრად შევიგრძნობთ რეალობას, ამ ორმოცი დღის განმავლობაში მომხდარი კარგი თუ ცუდი მოვლენების თანაზიარი აღარ ხარ, შენებური სითბოთი და აღტაცებით ვერ გამოხატავ სიხარულს და ვერც მწუხარებას იზიარებ. ყოველ წამს გვაკლიხარ, იმიტომ, რომ შენი ყურადღება, სითბო და სიყვარული მოგვაკლდა, შენი სახელი და ღირსება დიდ ჩრდილად ადგას შენს ოჯახს და ყველგან გვეამაყები, რომ შენი გვქვია…
შენი გახსენებით და მოფერებით არ დავიღლებით.
გავიდა ცრემლით, ტკივილით და მონატრებით სავსე ორმოცი დღე. წახვედი და დაგვიტოვე უსაზღვრო სევდა. გაუსაძლისია შენთან განშორება, დაუვიწყარია შენთან ყოფნის პერიოდი. ყოველ წუთს გიხსენებთ და ძალიან გვაკლიხარ. ცრემლიანი თვალებით შევყურებთ შენს სურათს, სანთელს გინთებთ და ვლოცულობთ შენი სულისთვის.
არ ვიცით, რა დავარქვათ უშენობით გამოწვეულ გრძნობას მონატრება, სევდა თუ მწუხარება.
ცრემლიანი ვიხსენებთ შენს მიერ გაკეთებულ უამრავ კეთილ საქმეს. 2022 წლის 26 დეკემბერი, შენი აღსასრულის დღე, ჩვენთვის მწარედ მოსაგონებელია. შენ დააკლდი არა მარტო ოჯახს, არამედ სანათესაოს და სამეგობროს. ყველას გულში დიდი ტკივილი და მწუხარება დატოვე. დაგვაკლდა შენი სითბო და მზრუნველობა, კეთილო და სათნო.
ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვრე, იყავი საუკეთესო მეგობარი საუკეთესო ძმა საუკეთესო შვილი ისე წახვედი ამ ქვეყნიდან, არავინ შეგიწუხებია, შველა არავისთვის გითხოვია, წამებში დასრულდა შენი სოცოცხლე. თვალცრემლიანი ვივლით, უამრავ სანთელს დაგინთებთ და უფალს შევთხოვთ, შეგინდოს ყველა შეცოდებანი და იქ დაგიმკვიდროს ბინა, სადაც მართალნი განისვენებენ.
კეთილი და გულიანი იყავი ალბათ, ამიტომაც წაგვიყვანა ღმერთმა თავისთან უდროოდ. შენ ხომ სულ რაღაც 24 წლის იყავი, თუმცა, ამბობენ, ღმერთსაც კარგები უნდაო.
გინთებთ სანთლებს და ვლოცულობთ, ნათელში იყოს შენი წმინდა სული, თუმცა, ისედაც ვიცით, რომ ასე იქნება.
პატივს გცემთ და პირნათლად შევინახავთ შენს ხსოვნას.
უზომოდ გვენატრები და არ გვტოვებს უმწეობის შეგრძნება, ეს ტკივილი და მონატრება უფრო გვიმძაფრდება. შენი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში, ჩვენო ხუჭუჭა ღიმილის ბიჭო.
შენ კი მშვიდად განისვენე ცათა სასუფეველში.
უშენოდ ვაგრძელებთ ცხოვრებას. გული უსაზღვროდ გვტკივა, გვიყვარხარ და გვენატრები.
ყოველთვის გვემახსოვრება შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო.
მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.
ა-ღარ მიფეთქავს გული და
ძ-არღვებში სისხლი დამიშრა,
ე-რთი სიცოცხლე მქონდა და
უდროოდ ისიც გამიქრა.
(შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი)
შოთი ლანდად შენი სახე მუდამ თან დაგვყვება ,ალბათ მონატრება შენი გაგვაგიჟებს, დარდიანი გული უკვე ვეღარ ფეთქავს, უკვე ვეღარ ვუძლებთ, ამდენ ცრემლს და ფიქრებს. ნეტავ ახლა ჩვენთან იყო როგორც ძველად, ამოდენა ტკივილს გული ვეღარ იტევს… ალბათ ღმერთის ნება იყო შენი წასვლა, დამწუხრებულებს ცრემლი შემოგვიტევს, ეხლა ყველაფერი თითქოს გვიანია, ის ყველა წამი თვალწინ გვეხატება, შენი გულისტკენა ყველას გვინანია, ვხვდებით რომ შოთიკო ძლიერ-ძლიერ გვენატრება...”, – წერს სიხარულიძე.