ქალს, რომელმაც სამშობიაროში სამედიცინო პერსონალის მიერ მკვდრად გამოცხადებული და შემდგომში ამერიკაში გაშვილებული შვილი იპოვა, მეუღლე გარდაეცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას მანანა ალფენიძე თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“ჩემი დიდი სიხარული დღეს ტრაგედიად გამითენდა… დამტოვა Ჩემი Შვილების მამამ… დღეს სიურპრიზი უნდა გამეკეთებინა და გვიღალატა… ნათელᲨი გამყოფოს, ზური”, – დაწერა მანანა ალფენიძემ.
შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს ჟურნალისტმა, ჯგუფის “ვეძებ” დამფუძნებელმა, თამუნა მუსერიძემ ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საქართველოდან აშშ-ში მალულად გაშვილებული ბავშვი იპოვეს.