რეპროდუქტოლოგი მანანა ქოჩიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მეგობრის გარდაცვალების შესახებ წერს.
“მინდოდა მომეძებნა ყველა ფოტო რაც კი ერთად გვაქვს გადაღებული…მინდა მომეყოლა თქვენთვის ადამიანზე, რომელუც არავის არ ჰგავდა და იყო იმედი და ძალა გარშემომყოფთათვის….მინდა გიამბოთ ადამიანზე რომელმაც ჩემი ონკოლოგიის დროს თმები ჩემთან ერთად გადაიპარსა, რომ გამოეხატა თანადგომა და ჩემთვის კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა, რომ მეგობრობა არის ერთგულება და სხვა არაფერი… მის გვერდით ყოფნა იცით რას ნიშნავდა?? იმას რომ, როდესაც გიჭირდა პირველად მისი ტელეფონის ნომერს იღებდი და შემდეგ ოჯახის წევრების… ის კი გაფრინდა და მის გარეშე უნდა ვისწავლოთ ცხოვრება… როდესაც რაღაც გაგვიჭირდება ჩვენ თვითონ უნდა მოვიფიქროთ როგორ მოვიქცეთ… იმიტომ რომ ეს ქცევა გვასწავლა ზუსტად… რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და გამოსავალი ყოველთვის არსებობს სიკვდილის გარდა… ის არ მომკვდარა… ის მხოლოდ გარდაიცვალა… ნინო ვასაძე… ნინო ვასაძე… ნინო ვასაძე…”, – მანანა ქოჩიაშვილი.