რუსთაველ 6 წლის ბავშვს მაიმუნმა უკბინა – ამ ინფორმაციას ,,რუსთავი ინფო” ავრცელებს. ცხოველის მიერ დაკბენილი არასრულწლოვანი ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ განყოფილებაში შეიყვანეს. განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი ჯანგულაშვილის თქმით, 6 წლის ბავშვს შესაბამისი ვაქცინაცია ჩაუტარდა.
ბავშვს მაიმუნმა, სავარაუდოდ, თბილისის ზოოპარკში უკბინა.