ტელეჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე უკვე მეორე დღეა, რაც 87 ადამიანთან ერთად ქუთაისის აეროპორტში ბერლინისკენ გაუქმებულ რეისს ელოდება. დიდთოვლობის გამო ავტობუსმა ქუთაისის აეროპორტში დაგვიანებით მიიყვანა, რეისი ერთი საათით გადაიდო, თუმცა ბორტზე მაინც არ აუშვეს:
„აი, ასე ვართ დაყრილი ქუთაისის აეროპორტში 87 ადამიანი.
საღამოს 22:00 გამოვედით თბილისიდან.
რიკოთის თოვლის გამო დილის 5 სთ-ზე ჩამოვედით ქუთაისში.
5:39 – ზე შემოვვარდით აეროპორტში.
ფრენა იყო 6:15 ზე.
აეროპორტმა 3 წუთის დაკეტილია რეგისტრაცია და არ შეგიშვებთო.
ფრენა ისედაც დაგვიანდა. გაფრინდა 7 სთ-ზე.
და მთელი საათი და 20 წთ-ის განმავლობაში არავინ აღმოჩნდა პასუხისმგებელი, რომ ეს 87 ადამიანი ამ საათნახევარში დავერეგისტრირებინეთ.
დამატებითი საათნახევარი გაგვატარებინეს პასუხში – მე არ ვიცი, მე ნუ მეკითხებით, მე ვერ გეტყვით.
და თვითმფრინავი წავიდა“.