ბაბი კირკიტაძემ ემოციური ინტელექტის მართვის შესახებ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, იყო მის ცხოვრებაში პერიოდი, როცა ემოციებს ვერ აკონტროლებდა.
მანვე აღნიშნა, რომ ემოციების მართვას სწავლა სჭირდება.
„მქონდა მსგავსი პერიოდები, როცა ჩემს ემოციებს ვერ ვმართავდი.
შეიძლება ასაკიდან გამომდინარე იყო, ან პასუხისმგებლობის ნაკლებობიდან გამომდინარე.
მერე როდესაც მოვხვდი ეკრანზე, მივხვდი რომ ძალიან ბევრი ადამიანი გიყურებს, ბუნებრივად, თავისთავად მოხდა. ჩვენ ადამიანებს, რომლებიც ეკრანზე ვჩანვართ, თმენის ვალდებულება გაგვაჩნია ავტომატურ რეჟიმში.
შესაბამისად, ამას უნდა სწავლა…მე ძალიან გამიჭირდა ამის სწავლა…
მოთმინება ძალიან გამიჭირდა, ვიყავი საოცრად ფეთქებადი, ხისტი, პირდაპირი და არ უნდათ ადამიანებს ეს შენი პირდაპირობა,“-აღნიშნა ბაბიმ.