ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ლელა წურწუმიას გადაცემის „ლელასთან” სტუმარია.
ნანუკამ გადაცემაში ცხოვრების რთული პერიოდი გაიხსენა და დედის გარდაცვალებაზე ისაუბრა.
„ბევრი რამის ატანა მომიწია, პანიკური შიშების, შეტევების და იმდენად ცუდად ვიყავი, რომ დედაჩემი ვერ გადავარჩინე ამ შეგრძნებამ დამანგრია…ვერ ვიგლოვე, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. მას ჩემი იმედი ჰქონდა, ჰყავდა ნანუკა, რომელიც გადაარჩენდა და ყველაფერს იზამდა. ბოლოს, როდესაც კლინიკაში ექსპერიმენტული წამლები გამოვიწერეთ ამერიკიდან, მოვასწარი და მარიამის ღეროვანი უჯრედი გადავუნერგეთ. ექიმმა მითხრა, რომ აზრი არ ჰქონდა და აქ ემოციები ვერ შევიკავე. ვუთხარი, ვის უბედავ მეთქი. არ მინდოდა ამის დაჯერება”, – საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი.