ტელეწამყვანი, თათია შარანგია თავის რჩეულთან ჯარჯი თორაძესთან ერთად დუბაიში იმყოფება, საიდანაც ულამაზესს ვიდეო-კოლაჟს გვიზიარებს. ვოიაჟის მიზეზი ჯარჯის დაბადების დღე იყო, ის 36 წლის გახდა:
შეგახსენებთ, რომ წყვილმა ურთიერთობა 2 თვის წინ გაასაჯაროვა. რამდენიმე თვის წინ კი თათიამ 10 წლიანი ურთიერთობა ბიზნესმენ სანდრო შელიასთან დაასრულა. აღსანიშნავია, რომ პირველად ამის შესახებ ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში სტატუსი თავად გამოაქვეყნა. შელია წერდა, რომ ათწლიანი ქორწინების შემდეგ გადაწყვეტილების მიღება მძიმე და მტკივნეული იყო, თუმცა კარგად გააზრებული.