ცნობილი ქართველი ექიმი ნინო ფურცელაძე, სოციალურ ქსელში დედა სიდონის მიმართავს და ვიდეოს აქვეყნებს.
დედა სიდონიამ გუშინ პატრიარქს მიმართა, ხალხისთვის სიმართლე ეთქვა.
დედა სიდონიას განცხადება:
“პატრიარქო! 17 წლისამ გაგიცანით, როცა მონასტერში მოვედი.
იმ წლებში, მოგეხსენებათ ეროვნული თვითშეგნება მაღალი იყო და, გარდა სარწმუნოებისა, სამშობლოს სიყვარულმა მაგრძნობინა თავი იმდენად ზრდასრულად, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა!
თქვენ შემმოსეთ, თქვენ მიწოდეთ სიდონია 20 წლის ასაკში! 17 წლის ასაკში “გავწირე” თავი – თავის უარსაყოფად! წელს 50 ის ვხდები და სამშობლო, ისევ იგივე განსაცდელშია!
პატრიარქო! თუ თქვენი არჩევანი რუსეთი არაა, რომელმაც უთვალავჯერ უღალატა ჩვენს ქვეყანას, განა არ გიღირთ სიცოცხლის ბოლო წლები გაწიროთ ერის ნათელი მომავლისთვის და ხალხს უთხრათ სიმართლე, თუ რა განსაცდელის წინაშე დგას სახელმწიფოს თავისუფლება, თუ ამ “რუსულ კანონს” მიიღებენ.
მეუფენო, მღვდელნო, მონაზონნო! ყველას შეგეხებათ – ზეგ! არ ვართ ჩვენ ცალკე განყენებული ორგანიზმი. ნუ შეიკეტებით საკუთარ მცირე კეთილდღეობაში.
ჩვენი ვალია, ნუთუ არ კმარა ამბროსი ხელაიას ღირსეული მაგალითი?!
P.S. რუსეთი იმიტომ არა, რომ უთვალავჯერ გვიღალატა, შეურაცხგვყო! აბუჩად იგდებდა ჩვენს ღირსებას! ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს დღემდე! თავად ვერ ვითარდება და გაიაზრეთ რა იზოლაცია გველის მასთან ერთად, გაიაზრეთ!” – წერს ის.