“ეს მხოლოდ დასაწყისია, ძალიან ბევრ სიახლეს გპირდებით”

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი ემიგრანტებს მადლობას უხდის და წერს, რომ მისმა სიმღერამ გაიმარჯვა სწორედ მათი დახმარებით.

ყველაზე მაგარი ქართველი ემირანტები გვყავს! არაერთხელ მიგრძვნია და გამომიცდია მათი თანადგომა და უპირობო სიყვარული! ჯერ საბერძნეთში და ახლა ამერიკაში! არ ვიცი, როდესმე თუ გადავიხდი თქვენს ამაგს. ხმის მიცემა შეწყდა და ჩემმა სიმღერამ გაიმარჯვა.

“I Will take you home” ორშაბათიდან ყოველ დღე გაისმება Freedom Fm 104,7 ეთერში. თან მეცინება, თან მეტირება!!!!! მიყვარხართ! მადლობა  ეს მხოლოდ დასაწყისია, ძალიან ბევრ სიახლეს გპირდებით”,- წერს შერმადინი.