5 მარტს “გერმანიის ხმის” გამარჯვებული, მომღერალი ნათია თოდუა შვილის დედა გახდა. როგორც ცნობილია, ის უკვე წლებია, გერმანიაში ცხოვრობს და წარმატებულად მოღვაწეობს. გასულ შემოდგომას მან ქორწილი საქართველოში გადაიხადა. მისი მეუღლე დავით ზურაბაშვილია. პირველი შვილი მომღერალმა გერმანიაში გააჩინა. ამის შესახებ მომღერლის მეუღლის ფეისბუქ-პოსტიდან შევიტყვეთ.
“კეთილი იყოს შენი მობრძანება ცხოვრებაში, პატარავ! უუჰ, ეს რა იყოო, გერმანიაში მშობიარობა არის სიგიჟე!!! მშობიარობას ვინც დასწრებია, respect! ყველა დედა გმირია!!! ნათია თოდუა, გილოცავ, ჩემპიონო!“ – წერდა დავითი.