ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“1993 წელს აფხაზეთიდან პატრიარქის სახელზე საიდუმლო წერილი მოვიდა
აფხაზი გლეხი წერდა, რომ 1992 წლის 27 სექტემბერს ტყიდან ურმით შეშა მიჰქონდა რა დროსაც დაინახა, რომ ერთერთ ხიდთან ადამიანების ხვრეტდნენ. “ერთს რუსულად ეუბნებიდნენ დაიჩოქეო და არ იჩოქებდა. მრავალჯერ გაუმეორეს და არცერთხელ არ დაიჩოქა. უცნაური სახელი ჰქონდა და რომ არ დამვიწყნოდა ასანთს წავუკიდე, ჩავაქრე და ნამწვავით კოლოფზე მისი სახელი ჟიული დავწერე. გამაოცა მისმა სიმამაცემ, სამშობლოს სიყვარულმა და მინდოდა გცოდნოდათ ამ კაცის გმირული საქციელის შესახებ და ამიტომ გიგზავნით ამ წერილს”
აი ეს წერილი გამოაგზავნა აფხაზეთიდან აფხაზმა გლეხმა პატრიარქის სახელზე. ეს ისტორია ჟიული შარტავას დამ მომიყვა, როცა მასზე გადაცემა მოვამზადე. შემდეგ ეს წერილი შევარდნაძის კანცელარიაში მოხვდა და იქ დაიკარგა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ აქ ორი გმირის ისტორიაა ეროვნული გმირის ჟიული შარტავასი და აფხაზი გლეხის რომელმაც ეს ამბავი ჩვენამდე საიდუმლო წერილით მოიტანა
დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა “