გაიცანით 89 წლის მეეზოვე, ლამარა ვარადაშვილი, რომელმაც დასუფთავების სამსახურში მუშაობის დაწყება 80 წლის ასაკში გადაწყვიტა. მხცოვანი ქალი მზიურის პარკის სისუფთავეზე ზრუნავს.
“სიბერე ძნელია, მაგრამ არ უნდა შეუშინდე…ვცდილობ, დეპრესიაში არ ჩავვარდე”, – ამბობს “დილა მშვიდობისა, საქართველოსთან” ლამარა ვარადაშვილი.
კითხვაზე, საჩუქარი რომ გაჩუქონ, რა გაგიხარდებათ? ლამარა ვარადაშვილის პასუხი შემდეგია: ” 50 ლარად რომ ვიარო ცურვაზე, ხერხემალი მაწუხებს და მისთვის ზალიან კარგიაო, მითხრეს. მინდა, რომ ლამაზი წავიდე ამ ქვეყნიდან”.
ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ