“ძალიან გამახარა საჩუქარმა“ – რა აჩუქა ხვიჩა კვარაცხელიამ ეკა ბესელიას?

„სამართლიანი საქართველოს” ლიდერი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ „ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მის შვილს ავტოგრაფიანი მაისური აჩუქა.

„მადლობა ჩვენს უნიჭიერესს და უკარგესს ხვიჩას ამ საჩუქრისთვის.

რატიმ აისრულა ერთი ნატვრა.

ძალიან გამახარა საჩუქარმა – უნიჭიერესი ხვიჩა კვარაცხელიასგან მაისური მისივე ხელმოწერით.

მეც და ჩემი შვილი რატი, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია, მისი დიდი გულშემატკივრები ვართ.

წარმატებები ამ საოცარ, ნიჭიერ, კაშკაშა ევროპელ ფეხბურთელს და უკარგეს პიროვნებას და მადლობა მას“, – წერს ეკა ბესელია.