12 მარტს იორდანიის მეფის, აბდალასა და დედოფალ რანიას ქალიშვილი, 26 წლის პრინცესა იმანი დაქორწინდა. მისი რჩეული ამერიკაში მოღვაწე ბიზნესმენი ჯამილ ალექსანდრე ტარმიოტისია, რომელიც იმანიმ ამერიკაში სწავლის დროს გაიცნო.
იორდანიის სამეფო ოჯახში ქორწილი ტრადიციების სრული დაცვით ჩატარდა. საკურთხევლამდე პრინცესა უფროსმა ძმამ ხუსეინმა მიიყვანა. 26 წლის იმანი ბრწყინავდა „დიორის“ მიერ შექმნილ ულამაზეს საქორწილო კაბაში. თავად იორდანიის დედოფალი კი ღია ფრის გოფრირებულ კაბაში იყო გამოწყობილი. სამეფო ქორწილი ცენტრალურ არხებზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.