ფოტომოდელი კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში 12 წლის გოგონას შესახებ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ დაღუპული ბავშვი მისი მეგობრის შვილია.
„ჩემი ანი, ჩემი მეგობრის შვილია…“, – წერს აბრამიძე.
გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები მოზარდს საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.