ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ბევრი ვიფიქრე მეპასუხა თუ არა იმ ხალხისთვის ვინც ჩემს პოლიტიკაში ჩართულობას რბილად რომ ვსთქვა შეცდომად მითვლის,ზოგი აგრესიულ ფრაზებითაც მოიხსენიებს ყოველ ჩემს ნაბიჯს…. ამბობენ რომ ყველაფერი გქონდა და რათ გინდოდა ეს შენი საქმე არ იყო და ასე შემდეგ… აქ ყველა მრწამსის ადამიანია ჩართული არა მარტო ნაცები…. აი ყველას მინდა ერთად კითხვა დაგისვათ და თან პასუხიც გაგცეთ…. თქვე დალოცვილებო როცა უცნობი საქართველოს სახელს მთელს მსოფლიოს ვაცნობდი და მთელს მსოფლიოს ფეხზე ვაყენებდი ქართული ჰიმნის და დროშის ქვეშ მაშინ შეიძლებოდა ეს პოლიტიკა გამეტარებინა აფხაზეთიდან დევნილ მამა დახვრეტილ ადამიანს მთელი 33 წელი?! 2. როცა სააკაშვილის რეჟიმა ბადრი პატარკაციშვილის დევნა დაიწყო, აგინა და ბოლოს მოკლა.. მაშინ ხმამაღლა რომ დავგმე მაშინ შეიძლებოდა?! 3. როცა ნაც რეჟიმი ქუჩაში კლავდა ახალგაზრდებს ,ციხეებს ავსებდა უდანაშაულო ადამიანებით და ხმა რომ აღვიმაღლე ეს პოლიტიკა შეიძლებოდა?! 4. როცა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობა ჩამოართვა სააკაშვილის რეჟიმა და როცა მთელს საქართველოში სიკვდილის შიში სუფევდა პროტესტის ნიშნად გელათიდან ხუთი დღედაღამე ღვთის ანაბარა ფეხით რომ ვიარეთ მე სოსო ჯაჭვლიანმა და მერაბ შათირიშვილმა სამების ტაძრამდე ეს პოლიტიკა შეიძლებოდა?! 5. მანამდე პოლიტიკური ველი გაყიდული, დქსასული ,შეგუებული რეჟიმს … აი ასეთ დროს ბოლოხმაზე სახალხო კრებასთან ერთად სადაც ერის საუკეთესო შვილები იყვნენ გაერთიანებული ვგმობდით ნაც რეჟიმის სისასტიკეს … ეს პოლიტიკა შეიძლებოდა ეწარმოებინა მსოფლიო ჩემპიონს ლუკა ელდარი კურტანიძეს??! ამ კითხვების შემდეგ კიდევ ერთი კითხვა თუ ხმა არ ამომეღო ჩუმად მეჭამა მესვა და ტაში დამეკრა?! თუ დავმალულიყავი ბუჩქებში და მეყურებინა სეირისთვის?! გეკითხებით??! ახლა კი გიპასუხებთ ყველას ერთად ჩემი სამშობლო საქართველო ჩემი გული და სულია არასოდეს მისთვის არ მიღალატია და მასთან ერთად გადამიტანია ყოველი ცრემლი და სიხარული! მისდამი უსაზღვრო სიყვარულით მთელს მსოფლიოს ვათქმევინე რომ ქართული გენი უძლიერესია თავისი ბუნებით, თუ ვინმე ფიქრობს 2012 დან რამე მეტი მივიღე ვიდრე მანამდე… ძალიან მწარედ ცდება….! ეს კი სხვა ისტორიაა რომელსაც აუცილებლად ვიტყვი .. ახლა კი იმსჯელეთ მაქვს თუ არა უფლება ვიყო ჩემი სამშობლოს პოლიტიკაში ჩართული….?! და ბოლოს მართალი ხართ მე ამერიკაში არ მისწავლია, არც მშობლები მყოლია შეძლებული ქონების, არც სპორტულ დიდ კარიერაში ჯილდოდ არ მქონია ხელფასი და პრემიები როგორც ეს ბოლო ოცი წელია საქართველოში…. მაგრამ მქონდა უსაზღვრო სიყვარული ერის და სამშობლოს მიმართ,დიახ ეს მქონდა და უღალატოდ შეწირულად პირადი შეურწყოფის დამცირების ღალატის ამ გაუსაძლის ტკივილის ჩემშივე ჩახშობით მზად ვარ კიდევ ვიბრძოლო სიცოცხლის ფასადაც ბოლო ამუსუნთქვამდის ჩვენი სამშობლო საქართველოსთვის ! რა ქვია ამას?! პოლიტიკა?! კეთილი მაშინ ვიქნები იქ! საკითხი?! აფხაზეთი სადაც უნდა დავბრუნდე!”