“ჩემი ორი არასრულწლოვანი ძმა და მცირეწლოვანი შვილი მოყვნენ სროლაში”

პეტრე კოლხის ქალიშვილი მარიამ კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

გუშინ საღამოს საათებში, როცა მე ლექციაზე ვიყავი ზუკო ჩემმა ძმებმა გამოიყვანეს ბაღიდან. თან კარგი ამინდი იყო და ცოტა გასეირნება გადაწყვიტეს. რა მოხდა ამ დროს?- ჩემი ორი არასრულწლოვანი ძმა და მცირეწლოვანი შვილი მოყვნენ სროლაში.

პირადი ანგარიშსწორების ნიადაგზე მანქანაში მყოფმა პირმა, ფანჯრიდან იაღარი გადმოყო და რამდენჯერმე გაისროლა. ვისაც ესროლა ის კაცი ძალიან ახლოს იდგა ბავშვებთან. საბედნიეროდ, არცერთი დაშავებულა (იმ კაცსაც აცდა), თუმცა ეს იმას არ ცვლის რომ ზუკო შეშინებულია და სავალალო შედეგი მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით არ მივიღეთ.

რამდენადაც ვიცი პოლიციაშიც არავის დაურეკია და ”მშვიდობიანად დაიშალნენ”, რაც იმას ნიშნავს,რომ შეიარაღებული ადამიანი, რომელიც იარაღის გამოყენებას არ ერიდება ბავშვების თანდასწრებითა და საჯარო სივრცეშიც კი, თავისუფლად დადის.”