რა გახდა თაკო ტაბატაძისა და გია ბაღაშვილის დაშორების მიზეზი? – რას ამბობს მსახიობი? (ვიდეო)

გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი, თაკო ტაბატაძე და მუსიკოსი, გია ბაღაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ.

თაკომ გადაცემა “სხვა ნანუკას” ეთერში დაშორების მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, წყვილს შორის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობა დაშორების ერთ-ერთი მიზეზი იყო.

ზოგადად მსოფლმხედველობითი ცვლილებები ხდება ასაკის მატებასთნ ერთად, მე მაშინ ვიყავი 17 წლის. ერთად იზრდებით… ნელ-ნელა შემოდის პრობლემები, ბავშვები გიჩნდება. პირველი პერიოდი არის ემოციების და შემდეგ ხვდები საით მიდიხარ და ის სად მიდის და შენ სად მიდიხარ, ამ დროს კი შეიძლება ვერ შეთანხმდეს ადამიანი.

დედობა არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება და მონაპოვარი, მინდა ჩემი გოგოებისთვის ვიყო მაგალითი“, – ამბობს თაკო ტაბატაძე.

ცნობისთვვის, მუსიკოს, გია ბაღაშვილს და მსახიობ, თაკო ტაბატაძეს 4 საერთო შვილის ჰყავთ.