“მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს ეს შემზარავი ამბავი”

აშშ-ში ქართველი ემიგრანტი, ნატალი ქანთარია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ემიგრანტების იმედი”, შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

“გარდაიცვალა ემიგრანტი დედის, ემიგრანტი შვილი ნიუ-იორკში 25 წლის, ნატალი ქანთარია.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.. ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამ ქვეყნიდან…. ენით აუღწერელი დიდი ტკივილია ეს… დადუმდა ნიუ-იორკის ემიგრაცია, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს ეს შემზარავი ამბავი…”, – წერს შოთო სიხარულიძე.