ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც American Idol-ში იღებს მონაწილეობას ჟიურის წინაშე მორიგი სიმღერით წარდგა.
ნუცამ Celine Dion-ის I SURRENDER შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ნუცას ძალიან ემოციურ გამოსვლას, ჟიური და დარბაზი ფეხზე წამოუდგა.
ნუცას გამოსვლაზე ულამაზესი შავი კაბა ეცვა, რომელიც დიზაინერ თაკო მექვაბიძეს ეკუთვნის.
მომღერლის სტილზე კი, თათია ქართველიშვილმა იზრუნა.