“შენზე არ ვგიჟდები-მეთქი ვუთხარი და გავაგრძელე გზა”

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ინსტაგრამი” “საკაიფო” ადგილია.

“რა მაგის პასუხია და ინსტაგრამი მართლა “საკაიფო” ადგილია, “ვაფოლოვებ” ჟიზელ ბუნდჰენს, ჯეი ლოს (უკარგესი რჩევების მოცემა იცის, გადასარევი ქალია სხვათაშორის), ჯულია რობერტსს…. ხოოდა, მივსეირნობ იმ დღეს და ჩამოიარა დრიუ ბერიმორმა. ოჰ, შენზე არ ვგიჟდები, მეუთხარი და გავარგრძელე გზა. ისე მომერიდა უცებ, ასე უსამართლოდ როგორ ვუთხარი-მეთქი, რომ დავბრუნდი და დავაფოლოვე ეგეც. ერთი კვირაა, რაც მისი ამბები ამომდის კედელზე და ვიგუდები საკუთარ თავზე, რომ ვუჯიგრე, გული რომ არ ტკენოდა, სხვებზე ნაკლები ფოლოვერები მყავსო”, – წერს ფანჯიკიძე.