“თქვენს ცხოვრებას მიხედეთ! ენაზე არ იკბინოთ, არ მოიწამლოთ, ასპიტებო!”

“ემიგრანტების იმედი” შოთო სიხარულიძე, რომლის მიერ ქორწინების შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ახალ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ ყველამ საკუთარ ცხოვრებას უნდა მიხედოს.

“მლანძღეთ ახლა და იყავით ბოღმის ბუკეტებო!!! თქვენს ცხოვრებას მიხედეთ! ენაზე არ იკბინოთ, არ მოიწამლოთ, ასპიტებო!!! როგორც ჩანს, ზოგიერთი ელექტრული ლოქო, მზის ჩასვლის შემდეგაც ენის ტრიალის ხასიათზეა!!! ასე კარგად თუ იცით შოთო სიხარულიძის ურთიერთობა…… ასე რომ, თქვენი ცინიზმი თქვენთვის შეინახეთ!!! ან კითხეთ შოთოს, თუ ასე ხართ დაინტერესებული სხვის საწოლში რა ხდება!!!  მეტს ვერაფერს ვურჩევთ ფეისბუქ ჭორბიუროს ღრეტებს!!!”, – წერს სიხარულიძე.