მომღერალი ნინი ქარსელაძე გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობდა, სადაც მან გულახდილად ისაუბრა.
ნინი ლელასთან საუბარში, დედის ავადმყოფობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ღმერთს ყოველ დილით მადლობას უხდის.
„ხათუნას ამბის შემდეგ, რადიკალურად სხვა ადამიანი გავხდი…
ამ ამბავს სანამ გავიგებდი, მინიმალურ რაღაცებზე, წვრილმანებზე შეიძლებოდა მეწუწუნა, გული ამჩუყებოდა და მეტირა, დღევანდელი გადმოსახედიდან ამაზე მეცინება.
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიცვალა ჩემში – დილით, როგორც კი თვალს ვახელ, მადლობას ვეუბნები ღმერთს, რომ ეს დილაც გათენდა და გაუთენდა ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს, განსაკუთრებით ახლა ამ შემთხვევაში ხათუნას.
იმიტომ, რომ ფაქტობრივად 50/50-ზე ვიყავით, ძალს იქით ის, ძალს აქეთ ჩვენ.
ყოველი წუთისთვის მადლობელი ვარ, ყოველი წამისთვის ღმერთს ვეუბნები მადლობას,“ – აღნიშნა ნინი ქარსელაძემ.