“გააგრძელებენ ცხოვრებას უსინანულოდ, თავისნაირ ნაბიჭვრებს გაამრავლებენ და გაზრდიან…”

დინა მირცხულავა ფეისბუქში წერს:

სოფელში რომ ადამიანი გარდაიცვლებოდა, მამაჩემი ტელევიზორს არ გვართვევინებდა ან ძალიან ხმადაბლა….

სტუდენტი ვიყავი და ერთი კვირა ეძებდნენ მტკვარში დაკარგულ თანასოფლელს მაშველები, ისე მივყვებოდი და მოვყვებოდი ძეგვის მარშუტკას, მძღოლები რადიოსაც არ რთავდნენ…

ახლა ეს პატარა ნაბიჭვრები ( ამ სიტყვაზე არ მოვიხდი ბოდიშს),
უსულგულო ბავშვები.
არც ქვეყანას გამოადგებიან ეგენი, არც ოჯახს, არც მეგობრებს…

ბავშვი დაიკარგა, წავიდნენ და ახალი წვეულება მოაწყვეს…

შაქარას რა…. აი, ამათ რა ეშველებათ ?! გააგრძელებენ ცხოვრებას უსინანულოდ, თავისნაირ ნაბიჭვრებს გაამრავლებენ და გაზრდიან…

ვერავინ დამარწმუნებს რომ ამათგან რომელიმე ადამიანი დადგება…..”