ეს არ არის მოპარული პროექტი სხვა დიზაინერებისგან, რადგან ეს ადამიანისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა! ეს ყველაფერი ჩემი სახლისთვის შევქმენი…“

რატი დურგლიშვილი თავის ახალ სახლში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს და აღნიშნავს, რომ დიზაინი, რომელიც სახლში აქვს შექმნილი, არავისგან მოუპარავს და თავად მოიფიქრა.

მეგობრებო, ეს არ არის „გადმოკატავებული“, მოპარული პროექტი თუ ვიზუალი „პინტერესტის“ ან სხვა რაიმე დიზაინერების საიტებიდან, რაც პირადად შემოქმედი ადამიანისთვის არის უდიდესი შეურაცხყოფა. ეს გახლავთ ვიზუალი, რომელიც უშუალოდ ამ სივრცისთვის შევქმენი თავის კონსტრუქციით. აბსოლუტურად ყველა დეტალი შესრულებულია ხელით, გონებით და არანორმალური შრომით. გიზიარებთ მთელი სიყვარულით – ინსპირაცია: სანოტო რვეული. მასალა: ტყავი, ტყავის შემცვლელი ხის მასალა, ლისტვინიცა, მუხა, წიწვი, ლამინირებული დეკორატიული ფილები. ნაჭერი: ზამში, ალუმინის პროფილები, ლამინატის ფილები და სხვა მრავალი…“