“გაითვალისწინონ, რომ ორ სკამზე ჯდომის დრო წავიდა, მტერი მტერია”

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

პ-რეზიდენტი ქალებს ეძახის ოპერისა და ბალეტის თეატრში 9 აპრილს!

ასე ვთქვათ, შეკრება აქვს მხარდამჭერების.
ჰო და, მერე, როცა შეკრებს, ნაცების საპროტესტო მიტინგზე აპირებს ამ ხალხთან ერთად მისვლას და ლაზარეს- პოლიციელების ცოცხლად დაწვაში ბრალდებულის, თავისუფლების მოთხოვნასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებასაც გეგმავს!
ძალიან ბევრმა ღირსეულმა ქალბატონმა უარი უთხრა მისვლაზე. ბევრმა დაუფიქსირა, რომ აღარასოდეს გაბედოს ზურაბიშვილმა მათი მხარდაჭერის გამოყენება სამშობლოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში.
დიდი მადლობა ქალბატონებს მტკიცე, პატრიოტული, მოქალაქეობრივი პოზიციისთვის!
მათ კი, ვინც აპირებს მისვლას და აგრძელებს ორსაჯდომიანობას, მაინც გაითვალისწინონ, რომ ორ სკამზე ჯდომის დრო წავიდა… მტერი მტერია
მოყვარე- მოყვარეა
ამიტომ, ნუ ეცდებიან, სამომავლოდ, ჩვენთან ერთად სადმე მოხვედრას, ჩვენ მეგობრებში დაფიქსირებას, ჩვენ შეკრებებზე მოსვლას, მესინჯერში თანადგომის გამოცხადებას!!!…
ნურც ეცდებიან!
შუა გაკრეფილია და სჯობს, უსიამოვნებები თავიდან აირიდინ
უფრო მძიმე ფორმებში არ ვწერ… უბრალოდ, ვგულისხმობ ყველა იმ შეძახილს და ემოციას, რომელიც ახლა “ წამოგცდათ”, ჩემო მაგრებო!!!…))))
საქართველო უპირველეს ყოვლისა!!!”-წერს ხოფერია.