“ეს პატარა ხვიჩაა, მოგესალმებით ყველას” – გაიცანით “კვარას” ნეაპოლელი სეხნია (ვიდეო)

ნეაპოლში წყვილმა პირველ შვილს ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად ხვიჩა დაარქვა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება დანიელე ხვიჩას პირველი ვიდეო.

თავად ბავშვის მამა ფეხბურთელ, დიეგო არმანდო მარადონას საპატივსაცემოდ “არმანდოს“ სახელს ატარებს.

ის 1986 წელს დაიბადა, მაშინ, როცა მარადონა “ნაპოლის“ ღირსებას იცავდა.