„ერთხელ ავდექი და მოვატყუე, კუკური ბიძიამ დარეკა, ლიზიკო მოუტაცებიათ-მეთქი…“

„დილის ლაივთან“ სტუმრობისას მაია ჯაბუა თამრიკო ჭოხონელიძის შესახებ სასაცილო ამბებს ჰყვება და აღნიშნავს, რომ როცა პატარაობისას გასტროლებზე იყვნენ, თამრიკო სულ ტელეფონთან იჯდა და სახლში რეკავდა:

„ერთხელ ავდექი და მოვატყუე, კუკური ბიძიამ დარეკა, ლიზიკო მოუტაცებიათ-მეთქი, სოფო და თინიკო ქუჩაში ყრიან, ტირიან, კუკური ბიძია დარბის-მეთქი. გაგიჟდა თამრიკო. მერე ვუთხარი, დაანებე ამ შენს ოჯახს თავი, რატომ ურეკავ-მეთქი. ლიზიკო დეიდა თვითონაც ეჩხუბა, დაგვასვენე ჩვენც და შენც დაისვენეო. მაინც რეკავდა გაგიჟებული…“

ეკა კახიანი და მაია ჯაბუა იხსენებდნენ, რომ თამრიკოს არასდროს ეცალა მათთან ერთად გასართობად წასასვლელად, რადგან სულ სამზარეულოში ტრიალებდა.