26 აპრილს მამუკა ონაშვილისა და ზურა დოიჯაშვილის ხსნოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

26 აპრილს, 19:00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მამუკა ონაშვილისა და ზურა დოიჯაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „მონატრება” გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ვარსკვლავები.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საიტზე biletebi.ge

კონცერტს ორგანიზებას უწევენ საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია Gera და საპროდიუსერო კომპანია „ივერია 50“.