ნატო გელაშვილმა იუბილე ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
ვიდეოს ნატო სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
„ასე გემრიელად გადავაგორეთ 50+1🎉🌺
როცა მეკითხებიან მეშინია თუ არა ასაკის მატების ვპასუხობ:…არაააა…
სანამ ადამიანს სიყვარული დაგაქვს გულით განა ასაკი მოგერევა?“ – წერს ნატო და გვიზიარებს კადრებს, სადაც შვილებთან და გიო ხუციშვილის მეუღლესთან, მაია ჯორჯაძესთან ერთად მღერის.
„გილოცავთ დიდი სიყვარულით მრავალჟამიერ“
„მიყვარს ეს ოჯახი“
„ადამიანმა, რომელმაც ჩემო ცისფერთვალება, დილა მშვიდობისა, დაგინახე შორიდან და ა.შ შექმნა არ დაბერდება, გილოცავთ დიდი სიყვარულით“ – აღნიშნავენ სოცქსელის მომხმარებლები.