ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია წერს.
„სამწუხაროდ, გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.
მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემატკივრობდა და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ.
ვფიქრობ, საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს, რა შეიძლება მომხდარიყო, ბავშვი რომ ეზოში ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“, – წერს ვახტანგ ლომჯარია.