“მახსოვს, მე და დედას საკვების ფული არ გვქონდა, როცა ფული მოვიგე, იმ ფულით ქირა გადავიხადეთ…”

ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე “ამერიკული ვარსკვლავის” ტოპ 20-ში მოხვდა. მის გამოსვლამდე ABC-ის ეთერში, ემოციური სიუჟეტი აჩვენეს, სადაც ნუცა ბავშობას იხსენებს და თავისი ცხოვრების შესახებ საუბრობს.

“ძალიან რთული გზა გავიარე, დედაჩემი მარტოხელა დედა იყო. მახსოვს საკვების ფული არ გვქონდა. ვუყურებდი დედაჩემის ტანჯვას და ეს მე შინაგანად მკლავდა. იმდენად მინდოდა დედას დავხმარებოდი, რომ უამრავ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას..  მახსოვს როცა ფული მოვიგე, იმ ფულით ქირა გადავიხადეთ.  ასე ნელ-ნელა დავიწყე მასზე ზრუნვა და მისი დახმარება”, – ამბობს ნუცა ბუზალაძე.