“ეს ფაქტი ხალხს იმის საფუძველს აძლევს, თითქოს ჩემი ბიოლოგიური დედა მამიდაჩემია”

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში კრიტიკოსებს პასუხობს.

“ალბათ უკვე თავი მოგაბეზრეთ ამ თემაზე საუბრით, მაგრამ თქვენ უპრობლემოდ შეგიძლიათ ამ პოსტისთვის თავის არიდება. ზოგადად სხვისი კომენტარები ნაკლებად მადარდებს, მაგრამ ამ შემთხვევაში კომენტარები მე არ მეხება და ამიტომ მივაწციე ამხელა ყურადღება.
მაშ ასე:
ნათესავებისთვის, ახლობლებისთვის და ოჯახისთვის მილიონჯერ მაქვს ბოდიში მოხდილი იმის გამო, რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლების ძებნას ლამის გადავაყოლე. გადაცემაში გარკვევით ვთქვი და კომენტარებშიც ვწერ, მაგრამ რატომღაც ხალხს აღქმის და რეალობის გაანალიზების იმაზე უფრო დიდი პრობლემა აღმოაჩნდა, ვიდრე მეგონა.
ანუ რადგან, მამიდაჩემი მამაჩემს და დედაჩემს ჩემ გაზრდაში ეხმარებოდა, ეს ფაქტი ხალხს იმის საფუძველს აძლევს, თითქოს ჩემი ბიოლოგიური დედა მამიდაჩემია. სამწუხაროა, საქართველოში ურთიერთობები ისე რომ გაცივდა, რომ და-ძმა ერთმანეთს ბავშვის გაზრდა-აღზრდაში აღარ ეხმარება და ფაქტი უკვირთ.
როგორ ფიქრობთ სამი წლის განმავლობაში ყველა ახლობელს არ გამოვკითხავდი,
ყველა შესაძლო ვერსიას არ ვნახავდი, მილიონ დეენემს არ გავიკეთებდი?
ან როგორ ფიქრობთ 53 წლის ასაკში გაჩენილ ბავშვს ქალი თავის ძმას მიცემდა?
ვინმეს ნანახი არ ეყოლებოდა?
დაიმალებოდა?
მესმის და უდიდეს მადლობას გიხდით რჩევებისთვის და დახმარებისთვის, მაგრამ რაც არ ყოფილა მოდით იმას ნურც მე დამაბრალებთ, ნურც სხვას და ისედაც ნაწყენ და გულნატკენ ადამიანს (ჩემ მაგივრად) უარესად გულს ნუ ატკენთ”