შშმ ქალთა ორგანიზაციის “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარე, ესმა გუმბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 17 წლის ასაკში ნათესავმა კაცმა შეურაცხყოფა მიაყენა.
“17 წლის რომ ვიყავი, შინ ნათესავი კაცი გვესტუმრა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მკითხა, შეყვარებული თუ მყავდა. არა-მეთქი რომ ვუთხარი, ისევდაისევ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ჩამეკითხა, თუ რატომ არა. მეთქი ჯერჯერობით მიმზიდველი არავინ არის გარშემო. შემდეგ რა მოხდა, გაგაოცებთ: „მთავარია, იყოს ვინმე და დაეძებ?“- ეს მიპასუხა. ვერ წარმოვიდგენ, თუ რატომ უნდა ეგონოს ვინმეს, რომ ქალისთვის, თუნდაც უსინათლოსთვის, სულერთია, თუ ვინ იქნება მის გვერდით. მთავარია, ვინმე იყოს, თუნდაც შემთხვევითი”, – წერს ესმა გუმბერიძე.