“მე ვფიქრობ, რომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან ის რაც გავაკეთე, არავის გაუკეთებია American idol-ის ისტორიაში. ასე რომ, გული არაფერზე დაგწყდეთ”

ამე­რი­კუ­ლი მე­გა­შო­უს American idol-ის ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ტოპ 10 კონ­კურ­სანტს შო­რის ვერ მოხ­ვდა, რად­გან ხმე­ბი არ ეყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი გა­მოს­ვლე­ბი შო­უ­ში ყო­ველ ჯერ­ზე სულ უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი და სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი იყო, ნუ­ცას კონ­კურ­სის და­ტო­ვე­ბა მა­ინც მო­უ­წია.

მომ­ღერ­ლის თქმით, ის თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გრძნობს, რად­გან შეძ­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია. რო­გორც ნუცა ამ­ბობს, მთა­ვა­რი სურ­ვი­ლი, რაც ბავ­შვო­ბი­დან ჰქონ­და, აის­რუ­ლა.

“ახლა გავ­ხსე­ნი ტე­ლე­ფო­ნი და ძა­ლი­ან ბევ­რი წე­რი­ლი და ზარი მი­ვი­ღე, ზუს­ტად ვიცი, რო­გორც გა­ნიც­დით, რო­გორც მგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით. რად­გან წინა ლა­ივ­ში ჟი­უ­რიმ შე­მარ­ჩია, იმი­ტომ შე­ვარ­ჩიე ეს სიმ­ღე­რა Show must go on (შოუ უნდა გაგ­რძელ­დეს), მინ­დო­და ჩემი მე­სი­ჯი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. რომ ვი­ყა­ვი ტოპ 12 კონ­კურ­სანტს შო­რის, ეს ჩვე­ნი ძა­ლი­ან დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა და სულ არ მაქვს ის გან­ცდა, რომ თუ ტოპ 10 კონ­კურ­სან­ტში ვერ მოვ­ხვდი, ამით დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი – პი­რი­ქით დი­ლი­დან ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. მე ამას ვგრძნობ­დი, რომ ასე იქ­ნე­ბო­და. აქა­უ­რე­ბის­გან, ზო­გის­გან ძა­ლი­ან დიდ სიყ­ვა­რულს ვგრძნობ­დი, ზოგ­საც ძა­ლი­ან დიდი აგ­რე­სია ჰქონ­და, რაც მეს­მის. ცხა­დია, რომ ჩა­მო­დი­ხარ “ამე­რი­კის ვარ­სკლავ­ში”, არ არის მარ­ტი­ვი. უნ­დათ თა­ვი­ან­თი ჟან­რი გა­იყ­ვა­ნონ ფი­ნალ­ში, რა­საც უს­მე­ნენ. ქან­თრის 6 მომ­ღე­რა­ლია დარ­ჩე­ნი­ლი შო­უ­ში.

მე ვფიქ­რობ, რომ უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვარ, რად­გან ის რაც გა­ვა­კე­თე, არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია American idol-ის ის­ტო­რი­ა­ში. ასე რომ, გული არა­ფერ­ზე დაგ­წყდეთ, ვინც ასე მგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით გუ­ლან­თე­ბუ­ლი.
მე ვიცი, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი. მინ­და ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, თქვენ კარ­გად იცით ჩემი ხა­სი­ა­თი. რად­გან აქ ჩა­მო­ვე­დი, ე.ი მაქვს გეგ­მე­ბი და იმა­ზე არ ინერ­ვი­უ­ლოთ თუ ბოღ­მი­ა­ნი ხალ­ხი კო­მენ­ტა­რებს ნა­ხავთ, ნუცა გა­ვარ­და, რა კარ­გია და ა.შ. ამით არა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს, რა თქმა უნდა, გუ­ლის­წყვე­ტა არის იმ მხრივ, რომ 5 თვე ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ვცხოვ­რობ­დი და ალ­ბათ, ეს მო­მე­ნატ­რე­ბა. თუმ­ცა როცა გა­და­დი­ხარ ტოპ 12 -ში, გიწ­ვე­ვენ ფი­ნალ­ში და გამ­ღე­რე­ბენ ძა­ლი­ან ცნო­ბილ მომ­ღე­რალ­თან. გუ­ლის­წყვე­ტა მაქვს ერ­თა­დერ­თი იმა­ზე, თუმ­ცა გუ­ლის­წყვე­ტაც არ არის, უბ­რა­ლოდ, გინ­და, რომ მალე და­ი­ნა­ხონ ის მო­მენ­ტი, რომ ძა­ლი­ან ცდე­ბოდ­ნენ, ვინც ცუდ კო­მენ­ტა­რებს წერ­დნენ. რა­საც მე არ ვკი­თხუ­ლობ­დი, თუმ­ცა ვი­ცო­დი,” – ამ­ბობს ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე.