თამუნა მუსერიძე ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს, რა ეტაპზეა მისული დედის ვინაობის დადგენის კუთხით:
„ჩემი საქმის გაგრძელება ვეღარ ხერხდება, რადგან ერთ-ერთი შვილი იმ ოჯახისა, საიდანაც სავარაუდოდ, ჩემი წარმოშობა იწყება, გარდაცვლილია და ვეღარ მოვიძიე გადამკვეთი წერტილები. ფაქტობრივად, ჩიხში შევედი…
ველოდები, როცა ჩემს ხაზთან დაკავშირებული ყველა ნათესავი გაიკეთებს გენეტიკურ ტესტს, შემდეგ შეიძლება გაირკვეს ჩემი დედის ვინაობაც.
ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა იმ ნათესავებთან, ვინც უკვე ვიპოვე. გაუცხოების მომენტი თავიდანვე არ მქონია. როგორც კი დავინახეთ ერთმანეთი, ვიგრძენით, რომ ახლობლები ვიყავით.
თქვენი ჯგუფის საქმიანობას დიდი რეზონანსი აქვს საზოგადოებაში.
ეს საქმეები საქართველოში უფრო ნაკლებად აინტერესებთ, ვიდრე მის ფარგლებს გარეთ. მიკავშირდებიან ცნობილი გამოცემები, უცხოეთიდან მუდმივად კონტაქტზე არიან ან ის მშობლები, ან შუამავალი პირები, ვინც იშვილეს და უცხოეთში წაიყვანეს ბავშვები. აქ რატომ არ ეხმაურებიან, გასაგებია. ყველას, ვინც ჩარეული იყო ამ კრიმინალურ საქმიანობაში, აწყობს დუმილი, მაგრამ ვერ ვიგებ, სახელმწიფო რატომ იგუბებს წყალში პირს…“