“ამაყი დედა ვარ… ჩემი შვილი ტასუნა, ინგლისში დამოუკიდებლად ცხოვრობს, სწავლობს და ერთ-ერთ კაფეში მუშაობს”

მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი გადაცემაში „პრაიმ შოუ” შვილების შესახებ საუბრობს.

როგორც სალომე აღნიშნავს, მისი გოგონა, ტასუნა ხიზანიშვილი ინგლისში დამოუკიდებლად ცხოვრობს, სწავლობს და კაფეში მუშაობს.

„ჩემი შვილი ტასუნა, ამჟამად დამოუკიდებლად არის ინგლისში, სწავლობს და მუშაობს ერთ-ერთ კაფეში. ასევე კვირაში ერთი დღე ბავშვები ფსიქოლოგიაში უნდა მოამზადოს. მოკლედ ძალიან ამაყი დედა ვარ”, – საუბრობს სალომე ღვინიაშვილი.