“როცა ვინმე მეუბნება: “ძალიან მოიმატე და უნდა გახდე“ – იცით რა მემართება?“

მსახიობები და ტელეწამყვანები სალომე შარვაძე და ნანუკა გულუა გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც „თქმის ფორმასა და ინფორმაციის სწორად მიწოდებაზე“ ისაუბრეს.

სალომე შარვაძემ აღნიშნა, რომ „როდესაც ვინმე ეუბნება, რომ ძალიან მოიმატა და უნდა გახდეს, პროტესტი უჩნდება“.

„იცით რა მემართება და როგორი პროტესტი მაქვს?… ასე არ უნდა მითხრა“, – აცხადებს სალომე შარვაძე.