“25 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ექიმი არ მინახავს” – ვინ არის წარმატებილი ქართველი, რომელმაც ამერიკელი ექიმი აღაფრთოვანა?

ყოფილი ტელეწამყვანი  თეა გვასალია წარმატებულ ქართველ ექიმზე წერს, რომელმაც ამერიკელი ექიმისგან ქება დაიმსახურა.

“სულ საკუთარი შვილებით რომ მომაქვს თავი, ახლა დისშვილით უნდა ვიტრაბახო. ეს რატი ტყეშელაშვილია, ახლა ატლანტაში, ემორის საუნივრსიტეტო კლინიკაში გადის ჩემ დროს რომ პრაქტიკები ერქვა და ახლა რომ კლინიკურ როტაციას ეძახიან, იმას. ონკოჰემატოლოგიას მორჩა და ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რეკომენდაციაში დაუწერა:   25 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ექიმი არ მინახავს, დიდი სურვილი მაქვს, ოდესმე ერთად მოგვიწიოს მუშაობაო. გამოცდილი და თავის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი ექიმი რომ ლამაზი თვალების გამო არ შეგაქებს, ყველამ ვიცით. 

ეს პოსტი რომ დედამისს დაეწერა, რატის რისხვას ვერ გადაურჩებოდა. იმედი მაქვს, ერთადერთ და საყვარელ დეიდას ამ ერთხელ მიეტევება. რატომ გაურბიან ეს კარგი ბავშვები ქებას, არ მესმის და მომკალი”, – წერს გვასალია.