“ჩემმა მეგობარმა ბანკიდან ფული გამომატანინა, დაჰკრა ფეხი და საფრანგეთში წავიდა…“

მედეა ლორთქიფანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, როგორ დაკარგა თავისი ქონება მეგობრის გამო:

ჩემმა მეგობარმა, რომელიც 24 საათი ჩემთან იყო, ჩემთან სვამდა და ჭამდა, როცა კარგი ცხოვრება მქონდა, ფული გამომატანინა ბანკიდან. ერთად ვართ გაზრდილები და უარს როგორ ვეტყოდი. მითხრა, ნელ-ნელა გადავიხდიო, მაგრამ ორი თვის შემდეგ მითხრეს, რომ ფული არ შეჰქონდა. დაჰკრა ფეხი და წავიდა. ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. რომ მოვიდეს და დამიჩოქოს ტირილით, რა ვქნა, ვაპატიებ, მაგრამ ყველაფერი დავკარგე. აგარაკიც გავყიდე, რადგან ვალები დამედო. ბახტრიონზე ჩემი სახლიც გავყიდე და ელიავაზე ოთახნახევრიანი ვიყიდე…“