ნინო ნოდია, ზუზუ „შუადღის“ ეთერში თავისი ახალგაზრდობის დროინდელ სიმპათიურ ქართველ მამაკაცებს იხსენებს და მათ შორის ასახელებს დათო ცირეკიძეს:
„სკოლის ასაკში მამაკაცთან სიმრავლით არ ვიყავი განებივრებული, მაგრამ მახსოვს, რომ ქალაქში, განსაკუთრებით ვაკეში, დათო ცირეკიძე, „შავი“ იყო საყოველთაო პოპულარობის ბიჭი. იყო საოცრად სპორტული, ნიჭიერი, მუსიკალური, ჩაცმა-დახურვა და ქალებთან ურთიერთობა არ ეშლებოდა. ქუჩაში რომ შემხვდებოდა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ძალიან შორიდან დამიძახებდა და ისეთ კომპლიმენტს მეტყოდა, რომ მთელი დღე თავი ოდრი ჰეფბერნი მეგონა…“