„გადავრჩი.. დღეს ვარ გახარებული – მე მყავს მახარა მახარობელი“

მუსიკოსმა დათო ევგენიძემ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია თურქეთში გაიკეთა.

დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილი იყო.

მუსიკოსი მადლობის ნიშნად ემოციურ პოსტს ავრცელებს.

„გადავრჩი –  დღეს ვარ გახარებული – მე მყავს მახარა მახარობელი“, – წერს დათო ევგენიძე სოციალურ ქსელში.