“ჩვენ, სამნი…” – ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მალე მშობლები გახდებიან

ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე ლიზა ჩიჩუა მალე მშობლები გახდებიან. “ჩვენ სამნი” – ასეთი ტექსტით გამოაქვეყნა ფოტოები ლიზა ჩიჩუამ და საზოგადოებას ამცნო ორსულობის შესახებ.

წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა წყვილის გრანდიოზული, მხიარული ქორწილიდან, რომელიც ბევრ ადამიანს დაამახსოვრდა.