აშშ-ში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.
„მას შემდეგ, რაც პოსტი დავწერე ბიძაზე, რომელმაც ჩემი 30 000 დოლარი მიითვისა და დახარჯა, ხოლო დედამ კი თურმე სამ უცხო პირზე, სამ ბანკში შეიტანა ჩემი ოქრო, ერთის ვინაობა ვიცი, დანარჩენი ორის არა, რადგან ჩემი ადვოკატი არ მეუბნება. იცის რომ საჯაროდ ვირზე შევსვამ იმ ორსაც.
მოკლედ რისი თქმა მინდა, ყოველ დღე მწერენ მესიჯებს ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან და მეუბნებიან რომ მათმა ოჯახებმაც უარესი დამართეს მათ. ზოგს ქმარმა გაუფლანგა ბინის საყიდელი ფული, ზოგს შვილმა, ყველას სხვადასხვა შემთხვევა აქვს. ესეგი მარტო მე არ ვყოფილვარ დაზარალებული. ჩემნაირი ემიგრანტი ბევრია. ნუ იქნები შემდეგი, ფრთხილად იყავი, არავის არ ანდო შენი წვალებით ნაშოვნი ფული. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე და თქვენს მომავალზე. ფრთხილად ემიგრანტებო. ჩვენ მხოლოდ გვიყენებენ! არ მოვისვენებ სანამ ის რაც ჩემია უკან არ დავიბრუნებ. შხამად ექცეს ყველას სხვისი წვალებით ნაშოვნი ფულის გაფლანგვა! წარმატებები ყველა ემიგრანტს!“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.