„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის ყოფილი მონაწილე, სალომე უშხვანი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს.
სალომე აღნიშნავს, რომ ამჟამად ნიკო ქართველთან ნორმალური ურთიერთობა აქვს, თუმცა წყვილი ერთად არ არის: „სანამ კითხვის ნიშნები იარსებებს, არ ვაპირებ, ამ ურთიერთობას სერიოზული სახე მივცე…“
კითხვაზე, რა გამოცდილება დაუტოვა ქორწინებამ, სალომე პასუხობს:
„რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით მე და ჩემი ყოფილი მეუღლე. ის ძალიან ეგოისტურად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, ძალიან ეჭვიანი იყო. ხშირად გვქონდა კონფლიქტური სიტუაციები ეჭვიანობის საფუძველზე… ეს ურთიერთობა ჩემი ინიციატივით დასრულდა, რადგან გაუსაძლისი იყო ცხოვრება ადამიანთან, ვისთანაც მუდმივად კონფლიქტი გაქვს.ა რც იმის სურვილი მქონდა, ეს ბავშვებს ეყურებინათ…“